ექსპერტები ექვსი ქვეყნიდან მოგაწოდებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბიომრავალფეროვნებას ადამიანის კეთილდღეობის საქმეში.
ბიომრავალფეროვნების დარგის სპეციალისტები პრეშოვის (სლოვაკეთი) უნივერსიტეტიდან, ბუდაპეშტში არსებული უნგრეთის საბუნებისმეტყველო მუზეუმიდან, სამხრეთ ბოჰემიის (ჩეხეთის რესპუბლიკის) უნივერსიტეტიდან, ლოძის (პოლონეთის) უნივერსიტეტიდან, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიიდან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გეპატიჟებით ყველას, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ნებისმიერ პირს, რომელიც დაინტერესებულია ადამიანის კეთილდღეობისათვის საჭირო ბიომრავალფეროვნების კონსერვაციით და სურს, ჩაერთოს ჩვენს ვორქშოფში, რომელიც ჩატარდება ამა წლის 19 სექტემბერს ქუთაისში 10:30-ზე შემდეგ მისამართზე: ახალგაზრდობის გამზირი №98, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-8 კორპუსი, ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი, აუდიტორია №116.
ჩაერთე ვორქშოფში და გახდი ექსპერტების, ენთუზიასტებისა და ორგანიზაციების ჯგუფის წევრი, რომლებიც ზრუნავენ შენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანთა კეთილდღეობაზე. თითოეულ მონაწილეს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია, როგორ ეხმარებიან არაპროფესიონალი ენთუზიასტები მეცნიერებს და პირიქით. რატომ არის ბიომრავალფეროვნება მნიშვნელოვანი და რა სარგებლობა მოაქვს მას კავკასიის რეგიონისთვის. ერთად განვიხილოთ ბიომრავალფეროვნების დაცვასთან დაკავშირებული ადგილობრივი პრობლემები და მათი გადაჭრის საუკეთესო გზები.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
აღნიშნული პროექტისა და ვორქშოფის თანადაფინანსებას უზრუნველყოფს ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობები ვისეგრადის საერთაშორისო ფონდის გრანტის ფარგლებში. ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული თანამშრომლობის იდეების განვითარებას.