მიმდინარე წლის 26 სექტემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის "პროფესიული განათლება გადამზადება და დასაქმება/შრომის ბაზარი" ფარგლებში იგეგმება შეხვედრა სტუდენტებთან, რათა მოხდეს მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის არსებული სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების პოპულარიზაცია. ღონისძიება იგეგმება ბენეფიციარი სამინისტროების მხარდაჭერით.
პრეზენტაცია ჩატარდება უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში 26 სექტემბერს 3 საათზე.