2018 წ. 26 სექტემბრის სხდომაზე, გარე ექსპერტთა საბჭოს მიერ მიღებული შეფასებების დაამტკიცების შემდეგ, ფაკულტეტის საბჭომ „სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, აწსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 23 მარტის №183 დადგენილების“ მე-11 მუხლის საფუძველზე გამოაცხადდა გამარჯვებული პროექტების რანჟირებული სია:
1. „დოქტორანტთა ინტერდისციპლინური კლასტერის - „სამართალი, სახელმწიფო, პოლიტიკა, ეკონომიკა“ - დაფუძნებისთვის მოსამზადებელი პროექტი“ (ხელმძღვანელი: პროფ. გიორგი ღავთაძე), შეფასების საერთო ქულა – 96 ქულა;
2. „საარჩევნო მარკეტინგისა და პოლიტიკური რეკლამის როლი აწსუ სტუდენტთა სწავლებისა და პოლიტიკური მსოფლ-მხედველობის ფორმირებაში“ (ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ავთანდილ ბუცხრიკიძე) შეფასების საერთო ქულა – 82 ქულა.