2018 წლის 14-17 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს ტრენერთა გადამზადების კურსსა და სამუშაო შეხვედრას ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერებახარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ფარგლებში.
ტრენინგის შინაარსობრივი ნაწილი, რომელიც ერთობლივად მოამზადეს პროექტში ჩართულმა ევროპელმა პარტნიორებმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოიცავს რამდენიმე მიმართულებას. შეხვედრების პირველი ორი დღე დაეთმო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური წერის სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორებიცაა: თანამედროვე სწავლების მეთოდები, სწავლების პროცესში გამოყენებული ან გამოსაყენებელი აქტივობები, შეფასების სისტემა, აკადემიური კურსის მიზნები. გარდა ამისა, სემინარზე ყურადღება გამახვილდა სწავლების პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სერვისებზე, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც სტუდენტებისთვის ასევე აკადემიური პერსონალისთვის, რადგან ისინი ხელს უწყობს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვას.
კურსის მნიშვნელოვანი ნაწილია 2018 წლის სექტემბრამდე პროექტში ჩართულ ყველა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამუშაო შეხვედრების გამართვა როგორც სტუდენტებთან ასევე აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალთან, რათა ქუთაისის შეხვედრის დროს განხილული საკითხებს უფრო ფართო აუდიტორია გაეცნო.