გაცნობებთ, რომ მ/წლის 9 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მწვანე დარბაზში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ქუთაისის ბიუროს ხელმძღვანელი ქალბატონი მაქსი ბორნმანი ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას აწსუ სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება გაცვლითი საერთაშორისო (გერმანულენოვანი/ინგლისურენოვანი) პროგრამები, როგორც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, ასევე აკადემიური პერსონალისათვის.
დასწრება თავისუფალია.