სამეცნიერო პროექტის „მათემატიკური მოდელი და კომპიუტერული პროგრამები მრავალშრიანი ტექსტილის მრავალფუნქციური კვლევისათვის“ (გრანტი № DI-2016-41) ფარგლებში მიმდინარე წლის 12-13 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "უწყვეტ გარემოთა მექანიკის მონათესავე პრობლემები".