ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ის პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად გრანადის უნივერსიტეტში, ესპანეთი

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ის პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად გრანადის უნივერსიტეტში, ესპანეთი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელემწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს.
სწავლების ენა - ესპანური (მინ. B1), შესაძლებელია ინგლისურენოვანი საბაკალავრო კურსების არჩევა.

იხილეთ: http://internacional.ugr.es/pages/perfiles/estudiantes/incoming-erasmus-dimension-internacional?lang=en
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
სტუდენტი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი - 5 თვე.
აკადემიური პერსონალი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი - 5 დღე (8 სთ. სალექციო კურსი)

საჭირო დოკუმენტები (ინგლისურ ენაზე):
სტუდენტებისათვის:
1. CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
3. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
4. სასწავლო ხელშეკრულება (იხ. დანართი)
5. ნიშნების ფურცელი
6. სტუდენტის ცნობა


აკადემიური პერსონალისათვის
1. CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
3. ცნობა სამუშაო ადგილიდან
4. სამუშაო გეგმა
5. თანხმობის წერილი გრანადის უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან
კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო პროცედურა:
1. ჩამოთვლილი საბუთების ჩაბარება აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში 2018 წლის 26 ოქტომბრამდე
2. ონლაინ აპლიკაციის შევსება 2018 წლის 31 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე: https://oficinavirtual.ugr.es/apli/intercambio/alumnos_in/index.html
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს III კორპუსი V სართული ოთახი 3504