საგანმანათლებლო საგრანტო პროექტის „მდგრადი ტურიზმი: მეწარმეობა სოფლად და მემკვიდრეობა. თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში კირგიზეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის“ ფარგლებში ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთათვის ცხადდება კონკურსი მოკლევადიან მობილობაზე ნორვეგიასა და ყირგიზეთში ( 1 თვე) კვლევების ჩასატარებლად შემდეგი მიმართულებით:
1. ინდუსტრიული მემკვიდრეობა (როგორ შეიძლება ინდუსტრიული/მრეწველობის მემკვიდრეობის აღდგენა ტურისტულ რესურსად)
პერიოდი : 10 იანვარი- 10 თებერვალი, 2019 წელი
2. ბუნებრივი მემკვიდრეობა (ტურიზმის განვითარებაში გარემოსდაცვითი მდგრადობის საკითხები)
პერიოდი: 15 თებერვლი - 15 მარტი, 2019 წელი
3. კულტურული მემკვიდრეობა (როგორ შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და თანამედროვე ტურისტებისთვის წარმოდგენა?)
პერიოდი: 10 აპრილი -10 მაისი, 2019 წელი
კონკურსის შედეგად შეირჩევა 1 სტუდენტი ნორვეგიაში მობილობისთვის და 1 სტუდენტი- ყირგიზეთისთვის.
შერჩევა მოხდება კონკურსანტის აკადემიური მოსწრების, კვლევის ინტერესებისა და ინგლისური ენის კომპეტენციის საფუძველზე.
კონკურსში მონაწილეთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 9 -22 ოქტომებრს აწსუ საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების სამსახურში. (Vსართული. ოთახი 3504)
მონაწილეობის მსურველმა რექტორს უნდა მიმართოს შესაბამისი განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვლევის მიმართულება, ხოლო თანდართულ დოკუმენტად უნდა წარადგინოს ნიშნების ფურცელი და ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი დოკუმენტი.