ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ის პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად რუანის უნივერსიტეტში, საფრანგეთი
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელემწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. სპეციალობები: ფრანგული ენა და ლიტერატურა, ტურიზმი.
სწავლების ენა - ფრანგული (მინ. B 2)
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
სტუდენტი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი - 3 თვე.
საჭირო დოკუმენტები:
- CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
- პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
- ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
- სასწავლო ხელშეკრულება
- ნიშნების ფურცელი
- სტუდენტის ცნობა
საბუთების მიღება იწარმოებს აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში 2018 წლის 15 ოქტომბრამდე
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს III კორპუსი V სართული ოთახი 3504