აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს რექტორის პროექტს სტუდენტებისათვის „მე-უნივერსიტეტი“

•პროექტის მიზანია აწსუ-ს განვითარებაში სტუდენტთა ჩართულობის ხარისხის ამაღლება, მათი მოტივაციის ზრდა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა.
•პროექტის ფარგლებში სტუდენტები მოახდენენ პრობლემების იდენტიფიცირებას, დასახავენ მათი გადაჭრის გზებს და გამოკვეთენ საკუთარ როლს არსებული ვითარების გაუმჯობესებაში.
•სტუდენტებმა საკუთარი იდეები უნდა წარმოადგინონ პროექტის სახით, სადაც მითითებული იქნება პროექტის დასახელება, მოკლე აღწერა, განხორციელების ვადები და სავარაუდო ღირებულება.
•საპროექტო განაცხადები მიიღება მხოლოდ აწსუ კორპორაციული ელ-ფოსტებიდან.
•საპროექტო განაცხადების მიღება: 20 ოქტომბერი-20 ნოემბერი.
განაცხადები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
თემაში მიუთითეთ მე-უნივერსიტეტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ბმულები:

პროექტის აღწერა

სააპლიკაციო ფორმა