2018 წლის 9 ოქტომბერს ალვანში გაიმართა საორგანიზაციო შეხვედრა პროფესიული პროგრამების განვითარების და გამოცდილების გაზიარების მიზნით. „დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტი, პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებთან ერთად, მონაწილეობას იღებდა აღნიშნულ შეხვედრაში. შეხვედრას მასპინძლობდა ქვედა ალვანის პროფესიული კოლეჯი „აისი“, რომლის ხელმძღვანელებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს სტუდენტების მიერ შესრულებული ნამუშევრები.