მთელ მსოფლიოში, 125 მილიონი ადამიანია დაავადებული ფსორიაზით- მძიმე მტკივნეული ქრონიკული არაგადამდები დაავადებით. 29 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში, ადამიანები ფსორიაზით, ერთიადებიან და მოგვიწოდებენ, გავიგოთ თუ რა დაავადებასთან ერთად უწევთ მათ ცხოვრება. 2018 წლის ფსორიაზის მსოფლიო დღის სლოგანი არის „შენი სიცოცხლე დამოკიდებულია ფსორიაზის საფუძვლიან მკურნალობაზე“.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ფსორიაზის ასოციაცია „ფსოჯორჯია“-თან ერთად აღნიშნავს ამ დღეს და 29 ოქტომბერს მედიცინის ფაკულტეტზე ატარებს მრგვალ მაგიდას სტუდენტების მონაწილეობით, რომელიც მიეძღვნება პუსტულურ ფსორიაზს - მის კლინიკურ მიმდინარეობას და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.