კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელემწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს (სპეციალობები: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები) და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს.
სწავლების ენები - ფრანგული (B 2), ინგლისური (B 2).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
სტუდენტი: 1 სემესტრი, 5 თვე. 2019 წლის იანვარი - ივნისი
პერსონალი - 5 დღე + 2 დღე მგზავრობისთვის. მობილობა უნდა განხორციელდეს 2019 წლის ივლისის შუა რიცხვებამდე.
საჭირო დოკუმენტები:
სტუდენტებისათვის:
1. CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
2. სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე)
3. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
4. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
5. სასწავლო ხელშეკრულება (იხ. დანართი)
სამაგისტრო პროგრამები იხილეთ:: https://www.insa-rennes.fr/syllabus-descriptions.html
6. დიპლომის ასლი
7. ნიშნების ფურცელი (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
8. სტუდენტის ცნობა (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
პერსონალისათვის:
1. CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
2. სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე)
3. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
8. ცნობა სამუშაო ადგილიდან
საბუთების მიღება იწარმოებს აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში 2018 წლის 3 ნოემბრამდე
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს III კორპუსი V სართული ოთახი 3504