მიმდინარე წლის 27 ოქტომმბერს უნივერსიტეტმა უმასპინძლა დაპროგრამებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალს საქართველოს რეგიონისათვის (თბილისი, ქუთაისი). ტრადიციულად ჩვენს უნივერსიტეტს ეწვივნენ დასავლეთ საქართველოს უნივერსიტეტების გუნდები (მათ შორის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 5 გუნდი და კონკურს გარეშე მონაწილე ქუთაისის სკოლების მოსწავლეთა 2 გუნდი). აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მეოთხედფინალში დაშვებული იყო ორი გუნდი: Kutaisi State University 1 (ირაკლი ბუცხრიკიძე, თამაზ ლელაძე, ლერი გოგსაძე) და Kutaisi State University 2 (მარიამ მარგველაშვილი, თამარ კლდიაშვილი, ალეკო ხანთაძე).
მეოთხედფინალურ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით სულ მონაწილეობას იღებდა 11 უნივერსიტეტის 49 გუნდი. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორივე გუნდმა ღირსეულად იასპარეზა (პირველმა გუნდმა ამოხსნა 6 ამოცანა, ხოლო მეორე გუნდმა 5 ამოცანა, გამარჯვებულ გუნდს ამოხსნილი აქვს 8 ამოცანა) და მოიპოვა დაპროგრამებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გამოსვლის უფლება, რომელიც ჩატარდება თბილისში 2018 წლის 1-2 დეკემბერს.
მეოთხედფინალური ტურის შედეგები შეიძლება იხილოთ ბმულზე