იმუშავე და იმოგზაურე ამერიკაში

სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის სერვისი გთავაზობთ ახალ შესაძლებლობებს.
ხუთშაბათს, 15 ნოემბერს, 13:00 საათზე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მწვანე დარბაზში გაიმართება პროგრამა Work and Travel USA (იმუშავე და იმოგზაურე ამერიკაში) პრეზენტაცია.
? კომპანია "სტარაკადემი" 2017 წელს დაფუძნდა საქართველოში და ახორციელებს საერთაშორისო კულტურული გაცვლითი ხასიათის პროგრამებს, ძირითადად სტუდენტებისთვის.
? WORK & TRAVEL პროგრამა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების საბჭოს (CIEE) და ინტრაქსის (Intrax) მხარდაჭერით, რომლებიც არის ამერიკის სენატის მიერ აღიარებული ორგანიზაციები. სტუდენტებს გეძლევათ შესაძლებლობა, საზაფხულო არდადეგების პერიოდში დასაქმდეთ და იმოგზაუროთ აშშ-ში.
?პროგრამაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად მობრძანდით პრეზენტაციაზე!
დასწრება თავისუფალია!!?