საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტი

2018 წლის 14 დეკემბერს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ჩართულობით და ინიციატივით შეხვდა სტუდენტებს.

სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურმა გააცნო სტუდენტებს ისეთი სერვისები როგორიცაა: ომბუდსმენი, ფსიქოლოგი, კარიერული განვითარება, ტუტორები. შეხვედრის მანძილზე სტუდენტები გაეცვნენ უნივერსიტეტში არსებულ სიახლეებს და იმ თანამედროვე შესაძლებლობებს რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს.