მიმდინარე წლის 24 იანვარს, 14:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის საკონფერენციო დარბაზში (#22-208 აუდიტორია) გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: "სოკრატული თვით-განსაზღვრება". საჯარო მოხსენებას წაიკითხავს ოქსფორდის და მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი, იორგ ჰარდი.
ლექცია ინგლისურ ენაზე ჩატარდება, თანმიმდევრული ქართული თარგმანით.