საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, მ/წლის 12 მარტს აღინიშნება ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე. პარლამენტში შექმნილი სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით იმართება სტუდენტური ესეების კონკურსი სახელწოდებით: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება - 100“.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით გაიმართება სტუდენტური ესეების კონკურსის შიდა საუნივერსიტეტო ეტაპი.
საკონკურსო ესე უნდა იყოს:
მოცულობა - არანაკლებ 6 და არაუმეტეს 10 ნაბეჭდი გვერდი;
შრიფტი - Sylfaen;
შრიფტის ზომა - 11
სტრიქონებს შორის დაშორება - 1,5;
ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის სია.
ესეს თემა უნდა შეეხებოდეს შემდეგ საკითხებს: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებას, პოლიტიკურ პარტიებს, ქალ დეპუტატებს, ეთნიკურ უმცირესობებს, კრების მიერ მიღებულ კანონებს, კონსტიტუციას, დამფუძნებელი კრების არჩევნების საარჩევნო სისტემას, საარჩევნო პროცესს, არჩევნებში მონაწილე ოილიტიკურ სუბიექტებს, საარჩევნო პროგრამებს, საარჩევნო კამპანიას, არჩევნების შედეგებს, დამფუძნებელი კრების შემადგენლობას, კრების კომისიებისა და ფრაქციების მუშაობას, კრების საქმიანობაში ქალთა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობას, კრების ზოგად კანონშემოქმედებითობას, კრების მიერ მთავრობის კონტროლსა და სხვა.
აწსუ საუნივერსიტეტო კომისიის მიერ შერჩეული ორი საუკეთესო ნაშრომის ავტორს, 2019 წლის 12 მარტს დაგეგმილ ღონისძიებაზე დააჯილდოებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებმა ნაშრომები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.20 თებერვლამდე.