მევლანას გაცვლითი პროგრამა ალანიის ალაადდინ ქეიქუბათის უნივერსიტეტში, ანტალია (თურქეთის რესპუბლიკა)

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელემწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს.
მიმართულებები, მედიცინა, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები.
სწავლების ძირითადი ენაა - თურქული. შესაძლებელია კურსების ათვისება ინგლისურ ენაზე.
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
სტუდენტები: 2019/2020 სასწავლო წელი - შემოდგომის სემესტრი (4 თვე)
აკადემიური პერსონალი: 2019/2020 სასწავლო წელი - სალექციო კურსი 14 დღიდან - 3 თვემდე
საჭირო დოკუმენტები:
სტუდენტებისათვის:
1.შევსებული სააპლიკაციო ფორმა იხ. დანართი 1.
2.ნიშნების ფურცელი თურქულ ან ინგლისურ ენაზე (GPA ქულები ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის - 2.5-4.0 მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის - 3.0-4.0)
3.ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი 2.
პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ ვებ-გვერდზე
აკადემიური პერსონალისთვის:
1.შევსებული სააპლიკაციო ფორმა იხ. დანართი 3.
2.CV
3.აკადემიური პორტფოლიო (პუბლიკაციების ჩამონათვალით)
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი 4.
განაცხადების მიღება იწარმოებს 2019 წლის 26 თებერვლამდე, აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში, III კორპუსი, V სართული, ოთახი 3504