მევლანას გაცვლითი პროგრამა კავკასიის უნივერსიტეტში, ყარსი (თურქეთის რესპუბლიკა) 2019 – 2020 სასწავლო წელი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელემწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის (I (მეორე სემესტრის), II, III კურსის), მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს.
სწავლების ენა თურქული (B1).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
სტუდენტები: 2019/2020 სასწავლო წელი - შემოდგომის სემესტრი (4 თვე)
აკადემიური პერსონალი: 2019/2020 სასწავლო წელი - სალექციო კურსი 7 დღიდან - 3 თვემდე
საჭირო დოკუმენტები სტუდენტებისათვის:
1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1)
2. ნიშნების ფურცელი თურქულ ან ინგლისურ ენაზე (GPA ქულები ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის - 2.5/4.0, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის - 3.0/4.0)
3. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
აკადემიური პერსონალისათვის:
1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი 2)
2. CV
3. პორტფოლიო (პუბლიკაციების ჩამონათვალით)
საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 1 მარტის ჩათვლით
აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში
III კორპუსი, V სართული, ოთახი 3504)