Kalinga Institute of Industrial Technology-ს (ქ. ბუბანეშვარი, ოდიშას შტატი, ინდოეთი) დამფუძნებელი და ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრი, ბ-ნი აჩიუტა სამანტა (Achyuta Samanta) აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში განათლების მისაღებად საქართველოდან იწვევს ორ სტუდენტს. მათი სწავლა 50 %-ით დაფინანსდება ინდური მხარის მიერ. Kalinga Institute of Industrial Technology ინდოეთის ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტია.
დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის, უცხოელი სტუდენტებისათვის არსებული სტიპენდიებისა და პირობების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.kiit.ac.in და იხილეთ დანართი.