მეწარმეობრივი კომპეტენციები, ინოვაცია და XXI საუკუნის მიდგომები სწავლებაში

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელის, ნანა შონიას ინიციატივით 2019 წლის 27 თებერვალს 12:00-დან 16:00 საათამდე 1114 აუდიტორიაში გაიმართება სამუშაო შეხვედრა„მეწარმეობრივი კომპეტენციები, ინოვაცია და XXI საუკუნის მიდგომები სწავლებაში“ სამუშაო შეხვედრა ეხება მეწარმეობის სწავლების თავისებურებს და თანამედროვე მიდგომებს, სადაც გახილული იქნება სამეწარმეო კომპეტენციათა ევროპული ჩარჩო და სტუდნტთა სამეწარმეო უნარ-ჩვევების სერთიფიცირების შესაძლებლობები, მეწარმეობის განვითარების პერსპექტივები და პრობლემები საქართველოში, ხოლო  28 თებერვალს 13 საათზე, 1114 აუდიტორიაში ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ჩატარდება მასტერკლასი "მეწარმეობა: გალაქტიონ ტაბიძე, როგორც ლექსის მეწარმე".

შეხვდრას წარუძღვება საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გეგეშიძე.
შეხვედრა განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის აკადემიური და მოწვეული პირებისთვის.
შეხვედრაზე დასწრება უფასოა და ითვალისწინებს სერთიფიცირებას.