მ/წლის 5 მარტს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პროექტის „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ პრეზენტაცია გამართეს.
პროექტი ეხება ნარკოტიკების მოხმარების შემცირებას და მისი მოხმარების თანმდევ მავნე შედეგებს. მისი მიზანია ახალგაზრდებმა მიიღონ სასარგებლო ინფორმაცია და აირჩიონ ცხოვრების ჯანმრთელი წესი. "ჩვენ ორი მისია გვაკისრია. ვებრძოლოთ კრიმინალებს და ნარკოდილერებს, მოვახდინოთ პრევენცია განათლების გზით. ამ პროგრამას ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ვახორციელებთ და ძალიან მონდომებული ვიყავი ოკეანეს გაღმა გამეტანა. მიხარია, რომ საქართველოში ჩამოვედით და ჩამოვიტანეთ. ასეთ ღონისძიებებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დიდ მხარდაჭერას უწევს. "- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჯენიფერ სვიდერმა. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები პროექტს „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ საქართველოში პირველად ახორციელებენ. ქუთაისის შემდეგ ახალგაზრდებთან შეხვედრა თბილისში გაიმართება.