სსიპ „ბავშვთა და ახლგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო, სპორტული, შემეცნებითი და რეკრეაციული გარემოს უზრუნველსაყოფად ახორციელებს პროგრამას „მომვალის ბანაკი“, რომლის ერთ-ერთი მიზანია ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, სსიპ „ბავშვთა და ახლგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს 20-30 წლის ახალგაზრდების მიღებას ბანაკის ლიდერის პოზიციაზე.
პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია 500-მდე აპლიკანტის დასაქმება (ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია დანართის სახით).