საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, 2019 წლის აპრილ-მაისში გეგმავს ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარებას.
ევროკავშირის, საქართველოს ევროპული გზის, ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების ფარგლებში მიღწეული პროგრესის პოპულარიზაციისა და ევროპული პერსპექტივის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, პარლამენტის წევრებს სურვილი აქვთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან ერთად, ეწვიონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს და შეხვდნენ სტუდენტებს.
ასევე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაციასთან თანამშრომლობით, ევროპის დღეების ფარგლებში, სტუდენტებისათვის აცხადებს საპარლამენტო დებატების კონკურსს თემაზე: „ახალგაზრდობა ევროპისათვის“.
კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.