2019 წლის 11 აპრილს, 13 საათზე, ამერიკის შესწავლის ცენტრის ინიციატივით, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: "1920-იანი წლების ახალი ეკონომიკური პოლიტიკა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობები" (იუჯინ ო'ნილის ნაწარმოები ქართულ კონოში). ნაჩვენები იქნება ფრაგმენტები 1927 წელს გადაღებული ფილმიდან, რომელშიც მონაწილეობს ქუთაისის თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ანდრო მურუსიძე, რომელსაც პარტნიორობას უწევენ ბელა ბელიცკაია და აკაკი ვასაძე. ლექციას წაიკითხავს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კონოდოკუმენტალისტი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ოლიკო ჟღენტი. ფილმის ჩვენება გაიმართება მწვანე დარბაზში.