კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და აკადემიურ /ადმინისტრაციულ პერსონალს.
მიმართულებები: ბიზნესი, ეკონომიკა.
აუცილებელი მოთხოვნაა ესპანური (B1) ან ინგლისური ენის ცოდნა (B2).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
სტუდენტები: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი (2019 წლის სექტემბერი - 2020 წლის იანვარი) - 5 თვე
აკადემიური პერსონალი (ლექციების წაკითხვა 8სთ.) ადმინისტრაციული პერსონალი - 5 დღე
მობილობა უნდა განხორციელდეს 2019 წლის 15 სექტემბერი - 2020 წლის 30 ივნისი პერიოდში.
საჭირო დოკუმენტები სტუდენტებისათვის:
1. CV https://europass.cedefop.europa.eu/documents/curriculum-vitae
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
3. სამოტივაციო წერილი
4. ნიშნების ფურცელი
5. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
6. სტუდენტის ცნობა
7. სასწავლო ხელშეკრულება (იხ. დანართი)
აკადემიურ /ადმინისტრაციულ პერსონალისათვის
1. CV https://europass.cedefop.europa.eu/documents/curriculum-vitae
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
3. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
4. თანხმობის წერილი ალკალას უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (აკად./ადმინ. პერსონალისათვის)
5. მობილობის ხელშეკრულება (იხ. http://www3.uah.es/ka107/Forms.pdf)
6. ცნობა სამუშაო ადგილიდან
საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 25 აპრილამდე
აწსუ საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების სამსახურში
დამატებითი ინფორმაციისათვის
იხილეთ: http://www3.uah.es/ka107/2019-20
ან მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს (III კორპუსი, V სართული, ოთახი 3504)