აწსუ-ში ევროპის გოგონათა მათემატიკური ოლიმპიადა - EGMO გაიმართება

2021 წელს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ევროპის გოგონათა მათემატიკური ოლიმპიადა - EGMO ჩატარდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ კიევში, ამჟამად მიმდინარე ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნებმა მიიღეს.

ქუთაისს 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ეწვევა. მასშტაბურ ოლიმპიადაში არამარტო ევროპის ქვეყნები, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან.