ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ის პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად გრანადის უნივერსიტეტში, ესპანეთი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელემწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს (1 ადგილი).

სწავლების ენა - ესპანური (მინ. B1), შესაძლებელია ინგლისურენოვანი საბაკალავრო კურსების არჩევა (ინგლისური ენის სერტიფიკატი მინ. B2)
კურსების ჩამონათვალი იხილეთ: http://internacional.ugr.es/pages/perfiles/estudiantes/incoming-erasmus-dimension-internacional?lang=en
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
სტუდენტი: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი - 5 თვე.
საჭირო დოკუმენტები (ინგლისურ ენაზე):
1. CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
3. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
4. სასწავლო ხელშეკრულება (იხ. დანართი)
5. ნიშნების ფურცელი
6. სტუდენტის ცნობა
7. სამოტივაციო წერილი
კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო პროცედურა:
1. ჩამოთვლილი საბუთების ჩაბარება აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში 2019 წლის 14 მაისამდე
2. ონლაინ აპლიკაციის შევსება 2019 წლის 15 მაისამდე შემდეგ მისამართზე:
https://oficinavirtual.ugr.es/apli/intercambio/alumnos_in/index.html
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი:
http://internacional.ugr.es/pages/perfiles/estudiantes/incoming-erasmus-dimension-internacional?lang=en
ან მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს III კორპუსი V სართული ოთახი 3504