აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი 14 ივნისიდან აცხადებს რეგისტრაციას
„მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთშორისო სტანდარტის IFRS for SMEs -ის პრაქტიკულ ტრენინგზე“.
ტრენინგს გაუძღვებიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამის ფარგლებში გადამზადებული ტრენერები.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 36 საათი.
ჩატარების დღეები და საათები ჯგუფებთან შეთანხმებით. კვირაში 3 შეხვედრა 3სთ–იანი ხანგრძლივობით. კურსის ღირებულება 400 ლარი.
მონაწილეებს ტრენინგის დასრულების შემდგომ გადაეცემათ სერტიფიკატები.
ტრენინგის დაწყების დრო: 2019 წლის 25 ივნისი.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე
ქუთაისი, თამარ მეფის ქ. N 59 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კოპ. ტელეფონი: : 577 19 80 73; 598 14 89 62; 595 58 56 56;