აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, უწყვეტი განათლების ცენტრი ფსიქოლოგიური მომსახურეობის ცენტრი ,,ღია სახლთან“ თანამშრომლობით 18-დან 28 ივნისამდე აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე- „ენისა და მეტყველების თერაპია ბავშვებში“

კურსი განკუთვნილია მეტყველების თერაპიით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც სურვილი აქვს დასაქმდეს საჯარო სკოლაში და/ან წინასასკოლო სააღმზრდელო დაწესებულებაში ენისა და მეტყველების თერაპევტის ვაკანტურ ადგილზე ან გამოიყენოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა კერძო პრაქტიკაში.

კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
•მეტყველების თერაპიის მიზანი და ამოცანები;
• მეტყველების განვითარების თეორიები;
• მეტყველების პროცესში ჩართული ანატომიური სტრუქტურები;
• პრელინგვისტრური განვითარება-მეტყველებისთვის მომზადება;
• მეტყველების ფონოლოგიური და სემანტიკური ფაზების განვითარება;
• მეტყველების გრამატიკული და პრაგმატული დონის განვითარება;
• კოგნიტური განვითარების მიმოხილვა 1-3 წელი;
• კოგნიტური განვითარების მიმოხილვა 3-6 წელი;
• აუტისტური სპექტრი, როგორ ვმუშაობთ მეტყველებაზე აუტისტური სპექტრის დროს;
• გონებრივი ჩამორჩენა, დაუნის სინდრომი- მეტყველებაზე მუშაობის თავისებურება;
• მეტყველების თერაპიის თავისებურებები სმენისა და მხედველობის დაქვეითების დროს;
• ენისა და მეტყველების განვითარების დარღვევის შეფასება, ასაკობრივ ნორმების მიხედვით;
• მიმართული მეტყველების განვითარების დარღვევის შეფასება;
• ექსპრესიული მეტყველების განვითარების დარღვევის შეფასება;
• ენისა და მეტყველების დარღვევის კლასიფიკაციის სისტემები;
• დისლალია, ალალია, აფაზია, რინოლალია;
• მოტივაციის როლი რეაბილიტაციის პროცესში, განმამტკიცებლის შერჩევა და გამოყენების თავისებურებები;
• ექსპრესიული მეტყველების დარღვევის რეაბილიტაცია;
• რეცეპტული მეტყველების დარღვევის რეაბილიტაცია;
• ქართულ ბგერათა კლასიფიკაცია;
• სუნთქვის მოსაწესრიგებელი ვარჯიშები
• საარტიკულაციო ვარჯიშები;
• ენაბორძიკობა და მასთან გამკლავების სტრატეგიები;
• სამეტყველო ორგანოთა მასაჟი;
• ნატიფი მოტორიკის განმავითარებელი ვარჯიშები;
• წინასასკოლო მზაობა.
• ტიპური კოგნიტური და სოციალურ ემოციური განვითარების თავისებურებები 6-18 წელი;
• დასწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევა..დისლექსია-მუშაობის სტრატეგიები;
• დისგრაფია-მუშაობის სტრატეგიები;
• აკალკულია-მუშაობის სტრატეგიები;
• კითხვის ეტაპები;
• ინკლუზიური განათლება;
• პრობლემური ქცევის მართვა კლასში;
• შემთხვევის მართვის ციკლი.
ტრენერები: ასოც. პროფესორი ნატო ქობულაძე, კლინიკური ნეიროფსიქოლოგი ლილე ყაზაიშვილი,მეტყვლების თერაპევტი სოფო ჩაფიძე, ფსიქოლოგი ნინო კილაძე.
კურსის ხანგრძლივობა: კურსი შედგება 125 საათისგან, მოიცავს თეორიულ საათებს უწყვეტი განათლების ცენტრში და ინტეგრირებულ პრაქტიკას/სუპერვიზიას ,,ღია სახლის" ბაზაზე.???
სრული კურსის ფასი: 500 ლარი
სარეგისტრაციო ფორმა:
https://docs.google.com/…/16_-GIZa86wC32gFgcNeOdw8aSo1…/edit
ქუთაისი, თამარ მეფის 59. 0431 24 26 28; 599 33 43 65; 577 13 18 10;