პროფესორ ვახტანგ ამაღლობელის სახელობის ამერიკის შესწავლის ცენტრი აწყობს საზაფხულო სკოლას ამერიკისმცოდნეობის სპეციალობით საზაფხულო სკოლას აფინანსებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საზაფხულო სკოლის მიზანია დაინტერესებულ სტუდენტებს მიაწოდოს აკადემიური ინფორმაცია ამერიკის სახელმწიფოსა და საზოგადოების შესახებ.
2019 წლის 8 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით სტუდენტები მოისმენენ მოკლე სალექციო კურსებს შემდეგ საგნებში: აშშ ისტორია, გეოგრაფია, ეკონომიკა, ლიტერატურა, აშშ ცხოვრების წესი, აშშ საზოგადოება და კულტურა 1920-იან წლებში, ფემინიზმი და პოლიტიკოსი ქალები აშშ-ში, ქართული ემიგრაცია აშშ-ში, აშშ სასამართლო სისტემა. სწავლება ინტერდისციპლინურია.
სასწავლო კურსის ბოლო დღეს მსმენელები წარმოადგენენ პრეზენტაციას, რომელსაც შეარჩევენ საზაფხულო სკოლის პერიოდში მოსმენილი ლექციებიდან სასურველ თემაზე. მსმენელებს გადაეცემათ სერთიფიკატი.
მსურველებმა ა/წ. 24 ივნისიდან 5 ივლისის 12 საათამდე უნდა წარმოადგინონ თავიანთი CV და აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ნიშნების ფურცელი, რომელსაც გასცემს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატი). კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებს.
სწავლის პირობები: სწავლას მთლიანად აფინანსებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.
სასწავლო პროცესი დაიწყება 9:00 საათზე და დასრულდება 15:00 საათზე. სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან ლანჩით. მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ამერიკის შესწავლის ცენტრის ბიბლიოთეკა და უნივერსიტეტის კომპიუტერული ბაზა.
გარდა სასწავლო პროცესისა, საზაფხულო სკოლა მოიცავს ერთდღიან ექსკურსიებს და საინფორმაციო ვიზიტს აშშ საელჩოში (თბილისი).
დოკუმენტების წარდგენა უნდა მოხდეს, როგორც ელექტრონულად მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ასევე, ამობეჭდილი სახით ამერიკის შესწავლის ცენტრში (ბიბლიოთეკის კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი 22-310). ტელეფონი: 25 02 10; 599 507769
ცენტრი ღიაა ყოველ დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-დან 17:00 საათამდე.
ინფორმაცია განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
პროფესორ ვახტანგ ამაღლობელის
სახელობის ამერიკის შესწავლის ცენტრი