UNESCO-ს მიერ გამოცხადდა კონკურსი ბაჰრეინის სამეფოს მიერ დაფუძნებული 2019 წ. „UNESCO King Hamad Bin Isa Al-Khalifa“ პრიზის მოსაპოვებლად. აღნიშნული პრიზი გადაეცემათ სახელწიფო, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე კერძო პირებს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით განათლებაში ინოვაციური საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (Information and Communication Technologies ICT) დანერგვაში.
მნიშვნელოვანია, რომ 2019 წლის კონკურსის თემაა: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება განათლებაში ინოვაციების დასანერგად - “The use of Artificial Intelligence (AI) to innovate education, teaching and learning”.
ამასთანავე დამატებით გაცნობებთ, რომ საერთაშორისო ჟიურის მიერ გამოვლინდება ორი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო (US $25,000) და დიპლომი. განაცხადები მიიღება ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე.
დანართის სახით წარმოგიდგენთ UNESCO-ს მიმართვის წერილს, მასალას პრიზზე ნომინაციის წარდგინების წესების შესახებ და გაცნობებთ, რომ დამატებითი ინფორმაცია პრიზის შესახებ განთავსებულია მისამართზე: https://on.unesco.org/aboutictprize