2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. განცხადება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისა და მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ (ივსება ადგილზე);
2. საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3. პირადობის მოწმობის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;
4. სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;
5. საგნის გამოცდის საგამოცდო ბარათი;
6. ორი ფერადი ფოტოსურათი – 3X4;
7. ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ (საგამოცდო კოდის მითითებით);
8. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის - 30 ლარის გადახდის ქვითარი (საბანკო რეკვიზიტები: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 709057267).
საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 18 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით 10 საათიდან 17 საათამდე (ყოველ დღე, უქმე დღეებისა და შაბათ-კვირის გარდა) სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ სარეგისტრაციო კომისიაში მისამართზე - ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59, I კორპუსი, II სართული, ოთახი № 1211;
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება 2019 წლის 29 სექტემბერს 11 საათზე.