გამოცხადდეს მიღება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
დასავლეთევროპული და ამერიკული ლიტერატურა
ფრანგული ლიტერატურა - 1 ადგილი
საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტი
გარემოს დაცვის ინჟინერია - 4 ადგილი
საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტი
სატრანსპორტო პროცესების ორგანიზაცია და მართვა - 6 ადგილი
საინჟინრო ტექნოლოგიები და სისტემები
1. მასალების ინჟინერია და ხარისხის კონტროლი - 1 ადგილი
2. სამშენებლო ნაგებობები - 1 ადგილი
3. ელექტროენერგეტიკული მრეწველობის ტექნოლოგია და მართვა - 7 ადგილი
4. საინჟინრო პროცესების და სისტემების მათემატიკური მოდელირება - 2 ადგილი
აგრარული ფაკულტეტი
აგრონომია
მოდული 1. აგროეკოლოგია - 2 ადგილი
მოდული 2. აგროტექნოლოგია - 2 ადგილი
მოდული 3. მცენარეთა დაცვა - 2 ადგილი
მოდული 4. მცენარეთა სელექცია - 1 ადგილი
მოდული 5. საბაღო–საპარკო მეურნეობა - 2 ადგილი
აკაკი წერეთლის დოქტორანტურაში შემოსვლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები
- განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი დედანთან ერთად;
- სავარაუდო სამეცნირო ხელმძღვანელის სარეკომენდაციო წერილი;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აპოსტიკლით დამოწმებული დიპლომი;
- თუკი დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველმა მაგისტრატურა დაამთავრა მიმდინარე წელს და მას ჯერ არა აქვს დიპლომი ამ შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა;
- საბუთების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში დოქტორანტურაში ჩარიცხულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აპოსტიკლით დამოწმებული დიპლომი, წინააღმდეგ შემთხვევაში დოქტორანტს შეუჩერდება სტატუსი;
- ნიშნების ფურცელი
- ჩარიცხვის კანდიდატმა რექტორის სახელზე უნდა წარადგინოს განაცხადი სადოქტორო პროგრამის მითითებით;
- სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შრომები, კონფერენციებში მონაწილეობა) ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- თუკი დოქტორანტურაში ჩარიცხვის კანდიდატს არა აქვს სამეცნიერო შრომები, მაშინ მან უნდა წარმოადგინოს შესაბამის დარგში დაწერილი რეფერატი.
- ვაჟებისათვის სამხედრო ბილეთი ან მიწერის ბარათი
- მომსახურების ღირებულების 40 ლარიანი გადასახადის ქვითარი.
საბანკო რეკვიზიტები:
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 709057289 დოქტორანტურაში მისაღები გამოცდების მომსახურება. სტუდენტის პ/მ ნომრის ჩვენებით.
საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 16 სექტემბრიდან 2019 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე კვირის გარდა დილის 10 საათიდან 15 საათამდე დოქტორანტურის განყოფილებაში (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი #1105), შაბათს საბუთების მიღება იწარმოებს 10 საათიდან 14 საათამდე.
გამოცდა უცხო ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) ჩატარდება 2019 წლის 27 სექტემბერს, ხოლო სპეციალობაში 2019 წლის 28 სექტემბერს.