მ/წლის 19 სექტემბერს, 11:40 საათზე, ესტონეთი - საქართველო - იუნისეფის თანამშრომლობის ფარგლებში შედგება ესტონეთის ელჩის კაი კაარელსონის და იუნისეფის ხელმძღვანელის ღასან ხალილის ვიზიტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის პედაგოგიკის დეპარტამენტში.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ფაკულტეტის ადმინისტრაცია, პედაგოგიკის დეპარტამენტის პროფესორ - მასწავლებლები და ფაკულტეტის სტუდენტები. დაგეგმილია დეპარტამენტის პრეზენტაცია ესტონეთი - საქართველო - იუნისეფის პროგრამის როლსა და მის შედეგებზე. შეხვედრის მონაწილეები გაუზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებსა და მოსაზრებებს საქართველო - ესტონეთის საპარტნიორო პროგრამის შესახებ. სტუმრები ჩაატარებენ სესიას სტუდენტებთან.