ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№ 01-04/72 23/ 09/ 2019 წ 2019-2020 სასწავლო წლისათვის მაგისტრატურაში მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდების დანიშვნის შესახებ
2019-2020 სასწავლო წლისათვის მაგისტრატურაში მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდები დაინიშნოს შემდეგი განრიგის მიხედვით:
- შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში ყველა სამაგისტო პროგრამისათვის დაინიშნოს 2019 წლის 25 სექტემბერს 15:00 საათზე № 1208, 1209, 1205, 1113 და 1116 აუდიტორიებში.
- ორ სამაგისტრო პროგრამაზე დარეგისტრირებული მაგისტრანტობის კანდიდატთათვის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა მეორე სპეციალობაში დაინიშნოს 2019 წლის 26 სექტემბერს 15:00 საათზე 1209 აუდიტორიაში.
- ბიზნესის ადმინისტრირების, ევროპისმცოდნეობისა და ლიდერობა და მენეჯმენტი უმაღლეს განათლებაში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის გამოცდა ევრობულ ენაში B2 დონეზე (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) დაინიშნოს 2019 წლის 25 სექტემბერს 11:00 საათზე № 1127 (ბიზნესის ადმინისტრირებისთვის) და 2205 (ევროპისმცოდნეობისა და ლიდერობა და მენეჯმენტი უმაღლეს განათლებაში) აუდიტორიებში.
- მედიცინის ფაკულტეტის ფარმაციისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამებისათვის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში დაინიშნოს 2019 წლის 25 სექტემბერს 15:00 საათზე № 2205 აუდიტორიაში.
- ლიდერობა და მანეჯმენტი უმაღლეს განათლებაში სამაგისტრო პროგრამისათვის გასაუბრება ჩატარდეს 2019 წლის 26 სექტემბერს 15:00 საათზე № 1118 აუდიტორიაში.
- საუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდეს უნივერსიტეტის I კორპუსში (თამარ მეფის ქუჩა № 59) - № 1208, 1209, 1205, 1113 და 1116 აუდიტორიებში.
- სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდების ჩატარების უზრუნველყოფა დაევალოს საგამოცდო სექტორსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის სამსახურს.
- 11:00 საათზე შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაზე გამომსვლელთა რეგისტრაცია დაიწყოს 10:00 საათზე, ხოლო 15:00 საათზე შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაზე გამომსვლელთა რეგისტრაცია დაიწყოს 14:00 საათზე უნივერსიტეტის I კორპუსის ფოიეში.
- დაევალოს მარკეტინგის, პროექტირებისა და ღონისძიებების მართვის სასახურს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.