კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს.
სპეციალობები: ინგლისური ენა და ლიტერატურა, განათლება, ისტორია და არქეოლოგია, ფილოსოფია და ეთიკა, ფსიქოლოგია.
აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა (B1 სტუდენტები, B2 აკადემიური პერსონალი).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
სტუდენტები: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი - 5 თვე
აკადემიური პერსონალი (ლექციების წაკითხვა): 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი - 5 დღე
საჭირო დოკუმენტები სტუდენტებისათვის:
- CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
- პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
- სასწავლო ხელშეკრულება
- სამოტივაციო წერილი
- ნიშნების ფურცელი
- დიპლომის ასლი (მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებისათვის)
- ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
- სტუდენტის ცნობა
აკადემიური პერსონალისათვის:
- CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
- პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
- ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
- ცნობა სამუშაო ადგილიდან
- მობილობის ხელშეკრულება
- თანხმობის წერილი მასპინძელი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან
საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 12 ნოემბრამდე
აწსუ საგარეო ურთიერთობათა განვითარების სამსახურში
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:
აკად. პერსონალი: http://www.ku.sk/en/index.php/student-services/foreign-relations/erasmus-outside-eu/teachers-and-staff-mobilities
ან მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს (III კორპუსი, V სართული, ოთახი 3504)