მიმდინარე წლის 11-12 ოქტომბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით გაიმართა სამუშაო შეხვედრა-ტრენინგი "ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო, სწავლის სფეროების კლასიფიკატორი", რომელსაც უძღვებოდა განათლების განვითრების ეროვნული ცენტრის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სამმართველოს უფროსი, ქალბატონი თეა ნადირაძე.
ტრენინგს ესწრებოდნენ უნივერსიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები, აკადემიური პერსონალი, ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები და სპეციალისტები.