• პროექტის მიზანია აწსუ-ს განვითარებაში სტუდენტთა ჩართულობის ხარისხის ამაღლება, მათი მოტივაციის ზრდა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა.
• პროექტის ფარგლებში სტუდენტები მოახდენენ პრობლემების იდენტიფიცირებას, დასახავენ მათი გადაჭრის გზებს და გამოკვეთენ საკუთარ როლს არსებული ვითარების გაუმჯობესებაში.
• სტუდენტებმა საკუთარი იდეები უნდა წარმოადგინონ პროექტის სახით, სადაც მითითებული იქნება პროექტის დასახელება, მოკლე აღწერა, განხორციელების ვადები და სავარაუდო ღირებულება.
• საპროექტო განაცხადები მიიღება მხოლოდ აწსუ კორპორაციული ელ-ფოსტებიდან.
• საპროექტო განაცხადების მიღება: 1 ნოემბერი - 1 დეკემბერი.
განაცხადები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
თემაში მიუთითეთ: მე-უნივერსიტეტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ბმულები: