აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერიკ ს. რეინერტის წიგნის „როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები... და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად" ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი დაინტერესებულ აუდიტორიას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ გიორგი ღავთაძემ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა - ეკა ლეკაშვილმა და გია ჟორჟოლიანმა წარუდგინეს.
წიგნისთვის ,,როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები... და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად" რეინერტმა 2008 წელს მიიღო პრესტიჟული „მირდალის პრიზი“.