2019 წლის 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში, გაიმართება ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისათვის, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. ბანაკი ხორციელდება მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის“ ფარგლებში
ბანაკის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში STEAM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება-დიზაინი, მათემატიკა) შესახებ ცნობადობის ამაღლებას, რათა სტუდენტებმა უკეთ შეძლონ კარიერის დაგეგმვა და აქტივობები მიმართონ STEAM-თან დაკავშირებულ ინოვაციურ პროდუქტებზე სამუშაოდ.
4 დღიანი ბუთქემფის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეიძინონ ცოდნა ინფორმაციული ტექნოლოგიების, STEAM-თან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევებისა და კორპორაციული თუ სამეწარმეო უნარ-ჩვევების შესახებ.
ლექციები ძირითადად დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის, რობოტიქსის, ინტერნეტის, ფინტექსის საკითხებს. ადგილობრივი და უცხოელი გამოცდილი მენტორების დახმარებით, სტუდენტები გუნდურად იმუშავებენ ინოვაციური ტექნოლოგიური იდეების შექმნაზე.
ბანაკში საქართველოს ყველა რეგიონის 30 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეები შეირჩევიან მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე, შემდეგი სპეციალობებიდან: ბიზნესის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების და ელექტრული ინჟინერიის მიმართულებებიდან.
ბანაკში მონაწილეობა უფასოა (სრულად ფინანსდება ტრანსპორტირება თბილისიდან, კვება, განთავსება, ბანაკის პროგრამული ნაწილი).
პროექტს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.
მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/33ojXGd
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.