ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტში, მიუნსტერი, გერმანია

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

სპეციალობა: გერმანული ენა და ლიტერატურა
აუცილებელი მოთხოვნაა გერმანული ენის ცოდნა (B2)
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი - 4 თვე
საჭირო დოკუმენტები:
1.CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
2.პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
3.სამოტივაციო წერილი
4.ნიშნების ფურცელი
5.დიპლომის ასლი დანართით (მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებისათვის)
6.ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
7.სტუდენტის ცნობა
8.სასწავლო ხელშეკრულება
საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 4 დეკემბრამდე
აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს (III კორპუსი, V სართული, ოთახი 3504)