2019 წლის 28 ნოემბერს აგრარული ფაკულტეტის პირველკურსელ სტუდენტებს შეხვდნენ აწსუ უნივერსიტეტის რექტორი,პროფესორი როლანდ კოპალიანი და უნივერსიტეტის სამსახურების წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა აგრარული ფაკულტეტის დეკანი,პროფესორი ქეთევან კინწურაშვილი და სიტყვა მისალმებისთვის გადასცა უნივერსიტეტის რექტორს,პროფესორ როლანდ კოპალიანს.
რექტორმა სტუდენტებს განუმარტა აწსუ ადმინისტრაციის ტრადიციად ქცეულ პირველკურსელებთან შეხვედრის ღონისძიების მნიშვნელობა და ისაუბრა იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც პირადად მას და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გააჩნიათ სტუდენტებთან მიმართებაში. აღნიშნულის დასტურად, პეოფესორმა როლანდ კოპალიანმა სტუდენტებთან წარადგინა აწსუ სამსახურები: კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრი- მინდია ბერეკაშვილი; სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური-მირანდა კავაძე; IT ტექნოლოგიების საინფორმაციო ცენტრი- ოთარ შენგელია; ფაბლაბი- გიორგი ჩაჩუა, რომლებმაც თავიანთ გამოსვლებში ისაუბრეს შესაბამისი სამსახურების მნიშვნელობაზე და ამ სამსახურების როლზე სტუდენტთა სასწავლო პროცესისა და კურუკულუმის გარეთ აქტივობის გასახორციელებლად
ადმინისტრაციის შეხვედრამ პირველკურსელ სტუდენტებთან ჩაიარა მეტად უშუალო და თბილ ატმოსფეროში. შეხვედრის ბოლოს უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებს გადასცა სტუდენტის ბარათები.