2019 წლის 23 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის საკონფერენციო დარბაზში (22-208) გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე - „პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება“. ლექციას წაიკითხავენ: გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ადამიანის უფლებათა ოფიცერი საქართველოში - ბესარიონ ბოხაშვილი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი - კონსტანტინე კორკელია.
დასწრება თავისუფალია.