2020 წლის 25-26 მარტს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით დაგეგმილია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქუთაისური საუბრები - XVI”,რომელიც მიეძღვნება ჩვენი უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ემერიტუს-პროფესორ მარინა ქაცარავას 80 წლის იუბილეს. კონფერენციის თემაა: „ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები“.