კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებს, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებს სამეცნიერო პოტენციალის გამოვლენასა და გაძლიერებაში, წაახალისოს მათი ჩართულობა კვლევით აქტივობებში და მისცეს საშუალება, გააცნონ ინდივიდუალური/ჯგუფური კვლევითი პროექტების შედეგები ფართო საზოგადოებას.
კონფერენცია იმუშავებს შემდეგი გრაფიკით:
21 მაისი, ხუთშაბათი, 13 საათი –კონფერენციის გახსნა და პლენარული სხდომა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის “მწვანე დარბაზი.”
პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ მუშაობას შეუდგებიან სექციები, რომლებსაც უხელმძღვანელებენ დეპარტამენტის ხელმძღვანელები და სხდომის თავმჯდომარეები (შერჩეული სტუდენტები).
კონფერენციის მუშაობა დასრულდება 2020 წლის 22 მაისს.
სექციის ხელმძღვანელები კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტური კონფერენციებისა და უნივერსიტეტის სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების მიმართულების სპეციალისტს - რამაზ ხაჭაპურიძეს წარმოუდგენენ საუკეთესო მოხსენებათა ჩამონათვალს, რომლებიც შემდგომში დაჯილდოვდებიან მიღწეული წარმატებისათვის სიგელებით.
ერთიანი ბაზის მიღების შემდეგ კი, იბეჭდება სიგელები, რომელიც რიგდება ფაკულტეტის დეკანებთან და არიგებენ მიღებულ სიგელებს სტუდენტებზე; ეს ხდება ივნისის თვეში, სწავლის დამთავრებამდე, ანუ ფინალური გამოცდების დაწყებამდე;
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია, როგორც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს. მონაწილეთა თემები დაჯგუფდება ფაკულტეტების მიხედვით და წარმოდგენილი იქნება შესაბამისი მიმართულებით დაინტერესებული აუდიტორიის წინაშე. კონფერენციის განრიგი აპრილის ბოლომდე გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ.გვერდზე.
საკონტაქტო პირი: კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრი; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტური კონფერენციებისა და უნივერსიტეტის სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების მიმართულების სპეციალისტი: ასოცირებული პროფესორი - რამაზ ხაჭაპურიძე. (საკონტაქტო რეკვიზიტები: ტელ: 555118870; 595505098; მისამართი: თამარ მეფის ქუჩა, №59; „აწსუ-ს ბიბლიოთეკა“, XXII კორპუსი; III სართული, ოთახი №3302; 10 საათიდან - 16 საათამდე)