ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარებასა და აწსუ-ში სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განხორციელებისათვის დამატებით ღონისძიებებთან დაკავშირებით

რექტორის ბრძანება

ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო  გავრცელების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარებასა და აწსუ-ში სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განხორციელებისათვის დამატებით ღონისძიებებთან დაკავშირებით ვბრძანებ:

1.    აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა/სწავლების პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, გამოყენებულ იქნას სწავლების ონლაინ, შერეული და ჰიბრიდული ფორმები.
2.    დაევალოს ფაკულტეტის დეკანებს მაქსიმალურად გამოიყენონ უნივერსიტეტის განკარგულებაში არსებული შესაძლებლობები ამ ბრძანების პირველი მუხლით განსაზღვრული სწავლების ფორმებით სწავლა/სწავლების პროცესის მიზანმიმართულად  წარმართვისათვის;
3.    აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, რომელიც 2019-2020 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში ახორციელებს სწავლა-სწავლების პროცესს, ჩაერთოს დისტანციური (ამ ბრძანების პირველი მუხლის მიხედვით) სწავლა/სწავლების რეჟიმში;
4.    აწსუ-ში არსებულ სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე (Microsoft  teams, moodle) სწავლა/სწავლების პროცესის განხორციელების მიზნით, ფაკულტეტის დეკანებმა მოამზადონ ინფორმაციები (სტუდენტთა სახელი, გვარი და კოორპორაციული ფოსტების მისამართები) აკადემიური ჯგუფების მიხედვით, ზემოთაღნიშნულ პროცესში ჩართულ პირებზე მიწოდების მიზნით და გამოყონ პასუხისმგებელი პირი ამ ბრძანებით გათვალისწინებული ქმედებების ორგანიზაციული მხარდაჭერის მიზნით;
5.    დაევალოს აწსუ მულტიმედიურ ლაბორატორიას და ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურს მოახდინონ ზემოაღნიშნულთან დაკავშირებული საინფორმაციო ვიდეო რგოლების მომზადება და ვებ-გვერდზე განთავსება, შესაბამისი პერსონალის გადამზადება და პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა;
6.    ფაკულტეტების ადმინისტრაციების წარდგინებით, გამოიყოს სივრცეები, ფაკულტეტების მიხედვით, თანამშრომლების გადამზადებისა და, საჭიროების შემთხვევაში, ონ-ლაინ ლექციების ჩატარებისა და/ან ვიდეოლექციების ჩაწერის მიზნით;
7.    მიეცეთ რეკომენდაცია ფაკულტეტებს, რომ ონ-ლაინ ლექციების ჩატარება განახორციელონ არსებული დამტკიცებული სასწავლო ცხრილების დაცვით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ინდივიდუალური დროებითი ცხრილების ფორმირება, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურთან შეთანხმებით;
8.    მიზნაშეწონილად ჩაითვალოს ვიდეოლექციების განთავსება აწსუ ონ-ლაინ სივრცეში, რათა სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა მათი ნახვისა, ნებისმიერ დროს;
9.    განხორციელდეს ონ-ლაინ და ვიდეოლექციებში ჩართული სტუდენტების აღრიცხვა არსებული შესაძლებლობების გამოყენებით;
10.    ჩატარებული ონ-ლაინ და ვიდეო-ლექციების ხარისხის მონიტორინგი განახორციელოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, ხოლო პროცესის მიმდინარეობის კონტროლი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა;
11.    ონ-ლაინ რეჟიმში ჩატარებული ლექციების შესახებ ინფორმაცია, ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურმა, ყოველკვირეულ რეჟიმში, მიაწოდოს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს;
12.    წინამდებარე ბრძანების მოქმედება გავრცელდეს იმ პროგრამებსა და სასწავლო კურსებზე, რომლებიც, თავისი შინაარსითა და სპეციფიკით, არ მოითხოვს აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შორის უშუალო კომუნიკაციას;
13.    წინამდებარე ბრძანების მე-12 მუხლით არ გათვალისწინებული პროგრამებისა და სასწავლო კურსებისათვის შედგეს ინდივიდუალური მუშაობის გრაფიკები, სასწავლო პროცესის  მართვის სამსახურთან შეთანხმებით;
14.    დაევალოს მარკეტინგის, პროექტების და ღონისძიებების მართვის სამსახურს (ასოც. პროფ. თ. ვალიშვილი) მოახდინონ ბრძანების შესახებ სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ინფორმირება ელექტრონული შეტყობინების ფორმით;
15.    დაევალოს კანცელარიის უფროსს ( ე.ცირეკიძეს) მარკეტინგის, პროექტების და ღონისძიებების მართვის სამსახურს (ასოც. პროფ. თ. ვალიშვილი) ბრანება განათავსონ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
16.    ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს რექტორის მოადგილეს, ასოც.პროფესორ შალვა კირთაძეს;



უნივერსიტეტის რექტორი:                                                                 პროფ. როლანდ კოპალიანი