მიმდინარე წლის 31 იანვარს და 1 თებერვალს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი ”საგანმანათლებლო პროგრამაში სწავლის შედეგების ჩამოყალიბებისა და შეფასების შესახებ“, რომელსაც უძღვებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის კონსულტანტი, ქალბატონი მაია გელაშვილი.
ტრენინგს ესწრებოდნენ უნივერსიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები, აკადემიური პერსონალი, ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.