VIII საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია “ინტერნეტი და საზოგადოება” (INSO2017)
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017 წლის 7- 8 ივლისს ატარებს VIII საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციას “ინტერნეტი და საზოგადოება”.
კონფერენციაზე მკვლევარებს და პრაქტიკოსებს შეუძლიათ წარმოადგინონ და განიხილონ ინტერნეტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების უახლესი ინოვაციები, ტენდენციები, გამოცდილება და პრობლემები.
კონფერენციის თემებია:
ინტერნეტის კანონმდებლობა
ინტერნეტ ტექნოლოგიები და აპლიკაციები
Web2 და Web3 განვითარების ახალი პარადიგმა
სოციალური ქსელები
ელექტრონული სწავლება
ელექტრონული ბიზნესი
ელექტრონული მთავრობა
ინფორმაციული საზოგადოება
კომპიუტერული ქსელები და კომუნიკაციები
მოდელირება და სიმულაციები
მონაცემთა ბაზები და მონაცემთა მართვა
საწარმოს რესურსების დაგეგმვა
საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განათლებასა და მეცნიერებაში
სტატიის წარდგენის ბოლო ვადა – 2017 წლის 1 ივნისი
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და რუსული.
კონფერენციაზე წარდგენილი ინგლისურენოვანი სტატიები განთავსდება სამეცნიერო პუბლიკაციების საძიებო სისტემაში Google Scholar
კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-საიტზე www.inso.ge